27 თებერვალს, პარიზში, ფიფას 2022 წლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც გამოავლინეს წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში:

ფიფას ფეარ პლეის პრიზი – ლუკა ლოჩოშვილი (საქართველო)

საუკეთესო მეკარე ქალთა შორის – მერი ირპსი (ინგლისი);

საუკეთესო მეკარე მამაკაცთა შორის – ემელიანო მარტინესი (არგენტინა);

ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი წლის საუკეთესო გოლისთვის – მარჩინ ოლეკსი (ამპუტანტი-ფეხბურთელი);

საუკეთესო მწვრთნელი ქალთა შორის – სარინა ვიგმანი (ინგლისი ნაკრების მთავარი მწვრთნელი);

საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცთა შორის – ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი);

საუკეთესო გულშემატკივრები – არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები;

წლის საუკეთსო ქალი ფეხბურთელი – ალექსია პუტელასი (ესპანეთი, „ბარსელონა“);

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ლიონელ მესი (არგენტინა, პსჟ).

წლის სიმბოლური ნაკრები – ტიბო კურტუა, აშრაფ ჰაკიმი, ჟოაუ კანსელო, ვირჯილ ვან დაიკი, კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ქარიმ ბენზემა, ერლინგ ჰალანდი.

საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ფიფა გამოკითხვას ატარებს, რომელშიც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოდან გამოკითხვაში ვილი სანიოლი, გურამ კაშია და გაზეთ „სარბიელის“ დამფუძნებელი ზურაბ ფოცხვერია მონაწილეობდნენ. მათი სამეულები ასეთია:

ვილი სანიოლი: კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ქარიმ ბენზემა.

გურამ კაშია: ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ლუკა მოდრიჩი.

ზურაბ ფოცხვერია: ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი.