Fernando Martinez Rubio of UD Almeria competes for the ball with Raphinha of FC Barcelona during the LaLiga Santander match between UD Almeria and FC...გიორგი მამარდაშვილის „ვალინსიას” შემდეგი თამაში 5 მარტს „კამპ ნოუზე” „ბარსელონასთან” უწევს. 23 ტურის მერე „ბარსა” 59 ქულით ლიდერობს ლა ლიგის ცხრილს, „ღამურები” კი 23 ქულით მე-18 ადგილზე არიან. შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „ბლაუგრანას” 7 ქულით ჩამორჩება „რეალი” და ჩავის წინაშე მკაფიო ამოცანაა — ეს სხვაობა უნდა შეინარჩუნოს, „ვალენსიას” კი სურს გასავარდნთა ზონას დააღწიოს თავი — მას ერთი ქულით უსწრებს „ვალიადოლიდი”, ხოლო ორით უსწრებენ „კადისი”, „ალმერია” და „სევილია”.

„ბარსელონას” დაშავებული ჰყავს ოსმან დემბელე და პედრი. ისინი, რომ „ჩეებთან” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ, იმთავითვე გახლდათ ცნობილი. „ალმერიასთან” თამაშის დროს კი ცნობილი გახდა, რომ ჩავის განკარგულებაში ვერც გავი და რაფინია იქნებიან — მათ მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღეს და შესაბამისად დისკვალიფიცირებულები არიან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში „ვალენსიამ” შინ 1:0 მოუგო მესამე ადგილზე მყოფ „რეალ სოსიედადს”, „ბარსელონამ” კი სტუმრად ალმერიაში 0:1 წააგო.