გოგა ბითაძე მოედანს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაუბრუნდა. გეხსომებათ, ჩვენებური „ინდიანამ“ გუნდიდან გაუშვა, მაგრამ გოგა უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა, „ორლანდომ“ აიყვანა. ახალ გუნდში კი, პირველად გამთენიისას ითამაშა და ეს სწორედ „ინდიანასთან“ მოხდა. „ორლანდომ“ შინ 108:121 წააგო, მაგრამ ბითაძეს ვერაფერს უსაყვედურებს, რადგან ჩვენებურმა პარკეტზე 9.24 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
გოგამ ორიდან მხოლოდ ერთი ორქულიანი ჩააგდო, რასაც თითო სამქულიანი და ჯარიმა მიაყოლა. პასივში კი, ერთ აცილებასთან ერთად ერთი პერსონალური ჯარიმაც ჰქონდა.
ბითაძის მოედანზე ყოფნის დროს, გუნდმა 7 ქულა მოიგო. „ორლანდომ“ ამ წაგებით ფლეი ოფში შესვლის შანსი გაირთულა, რადგან კონკურენტებს კიდევ უფრო ჩამორჩა. მომდევნო მატჩი „ჯადოქრებს“ 28 თებერვალს, „ნიუ ორლეანთან“ ელის.