25 თბერვალს საქართველოს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. ჩემპიონატი სამტრედიაში, „სამტრედიისა“ და „თელავის“ მატჩით გაიხსნა. ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა იმერულმა კლუბმა თელაველები მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ გაიტანა.

დღის მეორე შეხვედრაში, გორში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ „დილას“ ესტუმრა. დაძაბული შეხვედრა „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა – 2:1. შეხვედრა საკმაოდ იხეში გამოდგა – არბიტრმა ფეხბურთელებს 6 ყვითელი და 2 წითლი ბარათი უჩვენა. თბილისელთაგან გოლები კამარამ და სხირტლაძემ გაიტანეს, მასპინძელთაგან კი ტიერი გეილიმ.

26 თებერვალს ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართება:

15:00 გაგრა-სამგურალი

17:00 საბურთალი ტორპედო

20:00 ბათუმი-შუქურა