შეიძლება იყოს 1 ადამიანი, დაკავებულია სპორტით, ბურთი and შენობაში გამოსახულებანიდერლანდების ქალაქ ალმერეში საქართველოს ნაკრებმა მასპინძლები 88:80 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.
ახლა საქართველოს ნაკრებს ერთადერთი მოგება აშორებს პლანეტის საუკეთესო გუნდებს შორის  მოსახვედრად.
გადამწყვეტი შესარჩევი მატჩი 26 თებერვალს თბილისში გაიმართება. ილიას ზუროსის გუნდი ისლანდიას დაუხვდება.
ნიდერლანდებთან მოგება კი, იოლი არ გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ უიმედო აუტსაიდერი კიდევ უფრო გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა, მედგრად დაუხვდა სტუმრებს და გვარიანადაც გვანერვიულა.
მასპინძლებმა ტაიმი სულაც 7 ქულით მოიგეს.
პირველ ტაიმში ჩვენს გუნდს თამაში აშკარად არ მისდიოდა – განსაკუთრებით პერიმეტრიდან, საიდანაც 13 ნასროლიდან კალათში მხოლოდ ერთი ჩაეშვა.
მესამე მეოთხედის დასაწყისში სროლა თად მაკფადენს წაუვიდა, ჩვენებმა გუნდურადაც მოუმატეს და ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო დასკვნით მეოთხედს ოთხქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.
თითქოს ნიდერლანდების ნაკრები აქ უნდა გატეხილიყო, მაგრამ ახალგაზრდულმა გუნდმა კიდევ ერთხელ გაბრძოლა და 6 წუთით ადრე წინა გავიდა – 71:70.
ჩვენებმა გამოცდილებით აჯობეს. დასკვნითი მონაკვეთი ყურადღებით ჩაატარეს, ბოლოს კი, მაკფადენის სამქულიანმა მეტოქე წელში გატეხა და მოგებულის ვინაობაც ფაქტობრივად იქ გაირკვა…
წინ 26 თებერვალი და ისლანდიაა…
ნაბიჯი მსოფლიომდე…
შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული and შენობაში გამოსახულება