საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ერევანში, სომხეთის 17-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 5:0.
პენალტით ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ გახსნა, საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე ნათია ჯოჯუამ გაზარდა.
სალომე ხუბულურის გუნდმა მეორე ტაიმში სომხებს კიდევ სამი გოლი გაუტანა – 47-ე წუთზე თავი ლიზი კანკიამ გამოიჩინა, 52-ეზე ნინო ბუხრიკიძემ დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში თინათინ ამბალიამ დააფიქსირა.
ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა 25 თებერვალს, ისევ ერევანში გაიმართება.