პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბ „ალ-ნასრის“ პარტნიორებთან ერთად საუდის არაბეთის დაარსების დღე აღნიშნა. ფორვარდმა ტრადიციული საუდური სამოსი ჩაიცვა და ხმლის ცეკვა შეასრულა.
შემდეგ პორტუგალოელმა თავის ტვიტერზე ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა და საუდელებს დღესასწაული მიულოცა.
რონალდუ ალ ნასრში 2022 წლის 30 დეკემბერს გადავიდა. 37 წლის თავდამსხმელმა საუდის არაბეთის კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.