Dead Jesus Christ lying on a couch under a shroud
ჯუზეპე სანმარტინი, „დაფარული ქრისტე“ (1753)

ვილაპარაკოთ კვარას გოლზე თუ უკვე ყველაფერმა ჩაიარა? ბატონებო, ეს ხომ ჯუზეპე სანმარტინოს „ფარული ქრისტეს” მსგავსი ხელოვნების ნიმუშია (მაპატიეთ აღფრთოვანებული კაცის თამამი შედარება), ეს შედევრია, რომელიც დროს უსწრებს. მას მარტო „აძურის” გულშემატკივარი კი არა, ფეხბურთის ყველა მოყვარული აღტაცებაში უნდა მოყავდეს. ბოლოს და ბოლოს „ნაპოლი” ხომ ისე მძლავრად თამაშობს, რომ მტრულ განწყობაზე არც კი რეაგირებს. რასაკვირველია, არსებობს უსინდისო ხალხი, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა…

ამ გუნდში ერთმანეთი უყვართ, რადგან ფეხბურთის სიყვარული სამრეკლოს სტერილური ლოგიკის მიღმა გასვლას ნიშნავს. მიქელანჯელოს „პიეტას” წინ დგომისას, არავის ჰყოფნის სითამამე თქვას: მე ბერნინი ან კანოვა მირჩევნია. და არა იმიტომ, რომ ეს მოქანდაკეები მიქელანჯელოზე ნაკლებად ნიჭიერები იყვნენ (თუმცა ეს დავა კრიტიკოსებს მივანდოთ). საქმე ის არის, ხომ ხელოვნება, როგორც ღმერთთან დიალოგი შედარებებს ვერ იტანს.

მაგრამ, მოდი ქართველის გოლს დავუბრუნდეთ. კვარამ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და პირველ მეტოქეს რომ არიდებოდა, მსუბუქად მიჰკრა მას ფეხი. შემდეგ ის ბურთს სწრაფი თანმიმდევრობით არაპროპორციული რაოდენობით შეეხო და გაუსხლტა მცველს, რომელიც ჩასრიალებით ცდილობდა მის წართმევას. ის ისე გაფრინდა კონსილის კარისკენ, რომ „მექსიკა 86″-ის „კოსმიური კასრის” გადაადგილება გაგვახსენა. შავ-მწვანეების საჯარიმოს რომ მიუახლოვდა მან მყისვე კი არ დაარტყა — აქ მის გონებაში დრო შენელდა — დაელოდა იმ წამს, როდესაც ბურთს მცველის ფეხებს ქვეშ გაუშვებდა. ეს მეტი იყო, ვიდრე თვითონ გარღვევა. ვარსკვლავი ჰორიზონტის გახსნას ელოდა. დანარჩენი კი უკვე ისტორიაა.

ახლა ისე ჩანს, რომ „ნაპოლი” სკუდეტოს მოიგებს და თუ ეს მართლა ასე მოხდება, ესე იგი არ შევმცდარვართ ეს ტექნიკური ეპიზოდი გამორჩევით რომ ვიზეიმეთ და მსოფლიო ფეხბურთის საჩუქრად გამოვაცხადეთ. ეს იყო კინესთეტიკური ინტელექტის სრულყოფილი გამოვლინება, მთლიანად სხეულისა და მისი თითოეული კუნთის აზროვნება, როგორც ეს (ლეგენდარულ ბალერონ) რუდოლფ ნურიევს ახასიათებდა.

ჯონ იბლეო, calcionapoli1926