Paul Merson: Chelsea bad run won't stop | They've bought individuals not a  team | Video | Watch TV Show | Sky Sportsინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი „სქაი სპორტსის“ ანალიტიკოსმა პოლ მერსონმა ლონდონის „ჩელსის“ კრიზისზე ისაუბრა. კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დაახლოებით 300 მილიონი გირვანქა დახარჯა, მაგრამ ახალი მთავარი მწვრთნელის, გრემ პოტერის დანიშვნის შემდეგ, 25 შეხვედრიდან მხოლოდ ცხრაჯერ მოიგო.

„არ მგონია, ეს დასრულდეს. მათ ინდივიდუალისტების მთელი სატვირთო მანქანა იყიდეს, მაგრამ გუნდისთვის არავინ. მხოლოდ დრიბლიორები.

დაივიწყეთ ენცო ფერნანდესი, ის საუკეთესო ნახევარმცველია, მაგრამ დანარჩენები…

„საუთჰემპტონთან“ ისინი უბრალოდ ინდივიდუალურად მოქმედებდნენ (პრემიერლიგის 24-ე ტურში „ჩელსიმ“ ბოლო ადგილზე მდგომ „საუთჰემპტონთან“ შინ 0:1 წააგო), ამას საერთო არაფერი ჰქონდა ნამდვილ ფეხბურთთან მანამ, სანამ კაი ჰავერცი არ გავიდა მოედანზე.

პოტერს სერიოზული, სერიოზული, საუბარი მოუწევს ხელმძღვანელობასთან. ქომაგებიც  ამდენს აღარ მოითმენენ“, – ამბობს მერსონი.

ბოლო 10 თამაშიდან „ჩელსიმ“ მხოლოდ ერთი მოიგო. პრემიერლიგაში ლონდონური კლუბი 31 ქულით მე-10 ადგილზეა.