ესპანურ LIGA LEB PLATA-ში მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა „მოლემ“, სადაც ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანი თამაშობს. მე-20 ტურში „მოლემ“ „სან ანტონის“ უმასპინძლა და 28 ქულით, 70:98 დამარცხდა.

„მოლე“ ამ შეხვედრას გარკვეული დანაკლისით შეხვდა, გუნდს ვირუსის გამო სამი წამყვანი კალათბურთელი აკლდა. ასეთი დანაკლისის ფონზე გუნდს ქართველმა ულიდერა – ისიანმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა (10-დან 8 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო) 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, თუმცა მარტო ისიანის კარგი თამაში მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა… ცხადია, ჩვენიანი მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

LIGA LEB PLATA-ს აღმოსავლეთ დივიზიონის რეგულარულ ჩემპიონატში, სადაც 14 გუნდი თამაშობს, 20 ტურის შემდეგ „მოლე“ მე-13 ადგილზეა.