დოჰას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრიტანელ ლიამ ბროდთან 4:6; 3:6 წააგო და რეიტინგში დიდი ვარდნა ელის. ბასილაშვილმა შარშან დოჰას ტურნირის ფინალში ითამაშა, წლეულს კი ძირითადი ბადეშიც ვერ გააღწია და ქულები დაუცველი დარჩა.
ბროდთან მოსაგებად კი, ჩვენებურს შანსიც არ ჰქონია: პირველ სეტში პირველივე ჩაწოდება დათმო, ბოლოს სეტპოინტი კი გადაარჩინა, მაგრამ იქვე წააგო ჩაწოდება და 0:1 ჩამორჩა; მეორე სეტში ბასილაშვილმა მეექვსე გეიმში საკუთარი ჩაწოდება წააგო, ხოლო ბრიტანელმა შეცდომა აღარ დაუშვა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.