ბექა ღვინიაშვილის მეორე გამარჯვება – ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალშია •  ბექა ღვინიაშვილი • ოლიმპიადა • რიო 2016 • სპორტი • ძიუდო • ჭიდაობა ...თელ ავივის გრანდ სლემის დასკვნით, მესამე დღეს ბექა ღვინიაშვილმა საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი შემატა. ხარისხი მაღალი – ბექამ ისრაელში იჩემპიონა.

ოქროსკენ მიმავალ გზას 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ღვინიაშვილი ბულგარელი ივაილო ივანოვის დაიპონებით შეუყვა, ვისაც უკრაინელი არტიომ ბაბირი, მონღოლი ალტანბაგანა განტულგა და აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი მიაყოლა, რაც ფინალში გასვლის ტოლფასი იყო.

ტიტულისთვის ჩვენებური უნგრელ კრისტიან ტოტს დაეჭიდა. ბექამ ჯერ ვაზარი აართვა მეტოქეს, შემდეგ კი, სულაც იპონზე დააგდო. ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ტურნირი კარგად დაიწყო და უკრაინელი ანტონ სავიცკი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ბრაზილიელ ლეანდრო გონსალვეშთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ თელ ავივის გრანდ სლემზე მედლები უკვე მოიპოვეს 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილმა (ოქრო) და ლაშა ნადირაძემ (ბრინჯაო).