No description available.თებერვლის ბოლო ქართული კალათბურთისთვის ისტორიულია – საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ორი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი – 23 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებთან და 26-ში, შინ ისლანდიასთან წარმატების შემთხვევაში ქართველი კალათბურთელები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

ამ შეხვედრებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ეს კალათბურთელები გამოიძახა:

რატი ანდრონიკაშვილი (მურსია, ესპანეთი), გივი ბაქრაძე (ოლიმპი), ბექა ბექაური (თსუ), მიხეილ ბერიშვილი (თსუ), მერაბ ბოქოლიშვილი (კაკტუსი), ბექა ბურჯანაძე (რეჯო ემილია, იტალია), კახაბერ ჯინჭარაძე (ქუთაისი), გიორგი კორსანტია (გოსტივარი, ჩრდილოეთ მაკედონია), ილია ლონდარიძე (კავკასია), თად მაკფადენი (მურსია, ესპანეთი), დუდა სანაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალია), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), გიორგი ცინცაძე (თსუ)

ამ შეხვედრებისთვის ნაკრებში იქნება თორნიკე შენგელიაც, თუმცა კაპიტანს მგზავრობის საკმაოდ რთული გრაფიკი აქვს: იტალიიდან ნიდერლანდებში 22 თებერვალს ჩაფრინდება; 23-ში „ნარინჯისფრებთან“ ითამაშებს; იმავე საღამოს ბოლონიაში გაფრინდება და 24-ში დაგაგმილ „ვირტუსი“-„ბასკონიას“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას; მომდევნო დილას, 25 თებერვალს თბილისში გამოფრინდება და 26-ში ისლანდიასთან ითამაშებს.

ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრების შეხვედრა 23 სექტემბერს 22:30 საათზე დაიწყება, ხოლო ისლანდიის ნაკრებს თბილისში 26 თბერვალს 20:00 საათზე ვუმასპინძლებთ.