No description available.18 თებერვალს, საღამოს 10 საათზე ესპანეთის პატარა ქალაქ ტორელავეგაში დაიწყება სარაგბო მატჩი, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს.

„რაგბი ევროპის“ 2023 წლის ჩემპიონატის ა პულის დასკვნით ტურში ესპანეთის ნაკრები ბორჯღალოსნებს უმასპინძლებს და ამ რკენაში გაირკვევა კვარტეტის გამრჯვებულისა და მეორეადგილოსნის ვინაობა. ეს კი, თავის მხრივ, ერთ-ერთი ნახევარფინალური წყვილის მასპინძლის ვინაობას გამოავლენს.

საქართველო პულის ლიდერია, ლევან მაისაშვილის რაზმმა გერმანიაც და ნიდერლანდებიც ბონუსით დაამარცხა მაშინ, როცა ესპანელებმა პრემიალური ქულის აღება მხოლოდ ნიდერლანდელებთან შეხვედრაში შეძლეს. ამდენად, ბორჯღალოსნებს 10 ქულა აქვთ, „ლომებს“ – 9, რაც სტუმრებს უფრო კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს. – ჩვენს ბიჭებს ფრეც პირველ ადგილზე გაიყვანს, რაც ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსის მომტანიცაა.

No description available.მაგრამ ფრეზე არავინ ფიქრობს, ქართველები, ცხადია, მოსაგებად ჩავიდნენ ესპანეთში, მით უფრო, რომ ამ ქვყნის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს გასული 23 შეხვედრიდან მხოლოდ სამი მოუგო, ერთხელ მხარეები ზავით დაშორდნენ ერთმანეთს, 19 მატჩი კი საქართველომ მოიგო. ესპანელთა ბოლო წარმატება 2012 წლის თებერვლითაა დათარიღებული, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

ჩვენს ნაკრებში კი სიახლეა – მერაბ შარიქაძემ დისკვალიფიკაცია მოიხადა და შაბათს საქართველოს ნაკრებს 43-ედ უკაპიტნებს. მისი დამატებით გუნდის შემადგენლობა ოპტიმალურს მიუახლოვდა. ლიდერთაგან ალბათ მხოლოდ ბექა გორგაძე და გურამ გოგიჩაშვილი გვაკლია, სხვა მხრივ სასტარტო 15-ეული საუკეთესოებისგან შედგება, თუმცა, ვინც ხსენებულ ბიჭებს ცვლის, მიმდინარე გათამაშებაში საუცხოოდ გამოიყურებიან, რაც შემადგენლობის კარგ სიღრმეზე მიუთითებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის ნაკრებთან მატჩში:

  1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 7 კეპი, 0 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 94, 55), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 31, 10), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 43, 5), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 79, 15), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 26, 30), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 33, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 19, 25), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 72, 73), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 39, 313), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 104, 80), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 90, 70), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 44, 25), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 25, 110), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 18, 38).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 27, 30), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 2, 0), 18. გურამ პაპიძე (პო, 6, 5), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 7, 5), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 18, 20), 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 42, 27), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 4, 32), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 22, 5).