პსჟ-ის დიდვარსკვლავის, ლიონელ მესის მამა, ხორხე, კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ ბარსელონაში ჩაფრინდა.
არგენტინელი ფეხბურთელის მამა კატალონიის დედაქალაქში 16 თებერვალს საღამოს გაფრინდა – პსჟ-ის უფროსებთან საუბრისთანავე.
მანამდე ფრანგული მედია აღნიშნავდა, რომ ლიონელი ახლოს არის ფრანგულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. მამის მოლაპარაკებები კლუბთან წარმატებული ვერ გამოდგა. ახლა კარიერის გაგრძელების ერთ-ერთ ვარიანტი ამერიკული „ინტერ მაიამი“ გახლავთ.
მესი „ბარსელონაში“ 2003 – 2021 წლებში თამაშობდა. შემდეგ კი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.