29 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი გახდა – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ვებ გვერდი აქვეყნებს. კაჭარავა ბოლო პერიოდში, „ტორპედოსთან“ ერთად, თურქეთში ემზადებოდა, ახლა კი ტრანსფერი ოფციალურად დადასტურდა.

ნიკა კაჭარავა ბოლოს სამხრეთ კორეაში, „ჯეონამ დრაგონსში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. კარიერის მანძილზე რუსული კლუბების გარდა, ნათამაშები აქვს პოლონურ „ლეხსა“ და „კორონაში“. კვიპროსულ „ანორთოსისში“ და ბერძნულ „ეთნიკოსში“.

იყო საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელი. ეროვნულ ნაკრებში კი 24 მატჩი აქვს ჩატარებული.