Spezia-Napoli, le foto della partita„სპეცია” 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს. მიზეზი: „ნაპოლისთან” შეხვედრის დროს ლიგურიელმა ფანებმა ტრიბუნიდან შეძახილებით შეურაცხყოფა მიაყენეს ნეაპოლელებს და „აძურის” ლეგენდარული ფეხბურთელის, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავის არგენტინელი დიეგო მარადონას ხსოვნას. ნეაპოლური გაზეთები უკმაყოფილოდ წერენ, რომ ეს სასჯელი ვულგარული და აგრესიული მასპნძლებისთვის ძალიან ლმობიერია.

სპეციის პროვინციულ სტადიონზე მომხდარმა ამბავმა ისეთი გამოხმაურება ჰპოვა, რომ მან მარადონას ოჯახამდეც მიაღწია. მათ მადლობა შეუთვალეს „ნაპოლის” გულშემატკივრებს, რომლებიც იმ დღეს აკრძალვების მიუხედავად მაინც ისხდნენ ტრიბუნაზე.

„გვინდა მადლიერება გამოვხატოთ „ნაპოლის” ქომაგების მიმართ, რომლებიც ზიზღის დაუსრულებელ გამოხატვაზე ყოველ შეხვედრაში რეაგირებენ “, — დაწერეს მათ.