საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „ვალენსია“ დატოვოს.
ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა, 22 წლის მეკარის გაყიდვით მინიმუმ 25 მილიონი ევროს მოგებას გეგმავს.
მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მეკარით: „იუვენტუსი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ტოტენჰემი“ და „აიაქსი“ დაინტერესდნენ.
გიორგის მოქმედი კონტრაქტი „ვალენსიასთან“ 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა „ღამურების” შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაუშვა და 5 მატჩში კარი „მშრალად“ შეინახა.