„ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ოკლაჰომა სიტის“ მესამე მეოთხედის დასრულებამდე 10.9 წამით ადრე ლებრონ ჯეიმსის ნასროლი ბურთი კალათში ჩაეშვა და თამაში დროებით შეწყდა.
ბოლომდე გადაჭედილი 19 000-იანი Crypto.com Arena „მეფეს“ ფეხზე წამოუდგა და მეფობა მიულოცა.
38 387 ქულა – ასეთია, ჯერჯერობით, NBA-ს ახალი რეკორდი… რეკორდი, რომელიც აქამდე ქარიმ აბდულ-ჯაბარს ეკუთვნოდა, ახლა ჯეიმსისაა…
ლებრონს ისტორიული ამბავი პირველად დედამ, მეუღლემ და შვილებმა მიულოცეს, შემდეგ კი ქარიმ აბდულ-ჯაბარმაც შეაბიჯა მოედანზე. არადა, როდესაც ჯაბარმა რეკორდი დაამყარა, ლებრონი დაბადებულიც არ იყო. ჯეიმსმა დიდ კალათბურთში 2003 წელს შეაბიჯა და 20 წლის განმავლობაში კალათბურთს არაერთი დაუვიწყარი მომენტი აჩუქა.
დღეიდან ჯეიმსი ნომერი პირველი მექულეა!