გაიხსენა, როგორც იქნა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო – საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ტურნირის პირველ წრეში ფრანგი კონსტანტ ლესიენი 6:7, 7:5, 6:2 დაამარცხა.

პირველ სეტში ბასილაშვილი დაწინაურდა, მაგრამ როდესაც სეტზე აწვდიდა, ფრანგს ქულა მაშინ გაატანა. მეორე სეტში ბასილაშვილმა პირველი ჩაწოდება წააგო და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მატჩსაც მიაყოლებდა, მაგრა მ თამაში დაალაგა და უკვე თავად დაწინაურდა. ნიკოლოზი ისევ აწვდიდა სეტზე და… ბასილაშვილმა საქმე ტაი-ბრეიკამდე აღარ მიიყვანა და მეტოქეს კიდევ ერთი ჩაწოდება აართვა, მერე თავისიც ზედ დააყოლა და ანგარიში გაათანაბრა.

ბოლო სეტშიც ბასილაშვილმა იმარჯვა. არადა, თავიდან აქაც ჩამორჩა. თუმცა, სამი ბრეიკი გაახერხა და მატჩიც მოიგო. ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ყაზახ ალექსანდერ ბუბლიკსა და ფრანგ გრეგუარ ბარერეს შორის გამარჯვებული იქნება.

Basilashvili Lost the Montpellier Tournament