„სპეციასთან” სტუმრად გამარჯვების (3:0) წინ, ეგრეთწოდებული მოთელვის დროს, „ნაპოლის” ვარსკვლავმა ვიქტორ ოსიმენმა შემთხვევით ტრიბუნაზე ბურთი გაარტყა მასპინძელი გუნდის გულშემატკივარს. ნიგერიელი დაუყოვნებლივ გაიქცა ტრიბუნისკენ, შეამოწმა ქომაგი ხომ არ დაშავდა და ბოდიში მოუხადა მას. ორი დღის მერე Radio Kis Kis-მა ინციდენტის მონაწილე ლიგურიელი მოძებნა და ამბის გახსენება სთხოვა.

„ყველაფერი უცებ მოხდა, — თქვა „სპეციას” ქომაგმა, — სახესთან ბურთი დავინახე. შემდეგ კი ამას დაუჯერებელი რამ მოჰყვა — ჩემკენ ოსიმენი წამოვიდა. ის ძალიან ზრდილობიანი, გულწრფელი იყო, ბოდიში მომიხადა და წავიდა.

სამწუხაროდ, არეულობაში სიძისთვის მაისურის თხოვნა ვერ მოვისაზრე. ჩემი სიძე „ნაპოლის” გულშემატკივარია”.

Striker Victor Osimhen climbed up to apologise to a young girl after unintentionally hitting her