თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო. საქართველოს ჩემპიონმა იტალიურ „პრო რეკოს“ უმასპინძლა და 3:13 დამარცხდა.
„პრო რეკო“ მსოფლიო წყალბურთის ერთ-ერთი გრანდია და ეს გასაკვირიც არ ყოფილა. იტალიელებმა უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს და საქმე ისე მიიყვანეს ბოლომდე, პრობლემები არ შექმნიათ.
პირველი მეოთხედი აპენინელებმა 3:0 მოიგეს, შემდეგ კი, უპირატესობას მეთოდურად ზრდიდნენ.
„დინამო“ 7 ტურის შემდეგ მოგების გარეშეა და, სავარაუდოდ, შემდეგ ტურშიც ასე იქნება, რადგან 18 თებერვალს „პრო რეკოს“ უკვე იტალიაში ესტუმრება.