No description available.18 წლის ქართველი თავადმსხმელი გიორგი ხაბულიანი ვალენსიური „ლევანტეს“ მოთამაშე გახდა, – ინფორმაცია თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა.

გიორგი ხაბულიანი: “კონტრაქტი 2+2-ის სისტემით გავაფორმე. ესპანეთში თამაში სულ მინდოდა. „ლევანტე“ ისტორიული კლუბია და აქ ჩარიცხვა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

თავიდან მთავარ გუნდთან ვივარჯიშებ, მათთან ერთად გავივლი შეკრებას, მაგრამ საწყის ეტაპზე დუბლებთან ვითამაშებ. შემდეგ ვნახოთ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.”

18 წლის თავდამსხმელი საფეხბურთო სკოლა „ნორჩ დინამოში“ ვარჯიშობდა, პროფესიულ ფეხბურთში სადებიუტო სეზონი 16 წლის ასაკში თბილისის „მერანში“ ჩაატარა, შემდეგ „თელავში“ გადავიდა, 2022 წელს კი თურქეთის სუპერლიგის „ადანაში“ ჩაირიცხა. გიორგის თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ მოლაპარაკების შედეგად ხელშეკრულება გაწყდა.

„ლევანტეში“ კიდევ ერთი ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ირიცხება, თუმცა ის ტრავმის შემდეგ ფორმის აღსადგენად კლუბმა იჯარით მესამე ლიგის „კასტელონში“ გაუშვა.

„ლევანტე“ ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. სეგუნდა დივიზიონში 25 ტურის შემდეგ 44 ქულით მესამე ადგილზეა.