14 თბერვალს ჩემპიონთა ლიგა პლეი ოფის მატჩებით განახლდება. „პარი სენ-ჟერენი“ საკუთარ მოადენზე მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში პარიზელებს კილიან მბაპე ვერ დაეხმარება – პარიზელთა თავდასხმის ლიდერმა საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრაში „მონპელიეს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო.
„სამედიცინო გამოკვლვების შემდეგ გაირკვა, რომ კილიან მბაპეს კუნთის ტრავმა აქვს და ამის გამო მას დაახლებით სამი კვირა გაუცდება“, – ინფორმაცია პარიზული კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„მონპელისეთან“ ასევე დაშავდა სერხიო რამოსი, მისი ტრავმის სირთულე სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.