„პარი სენ-ჟერმენის“ პრესსამსახური  იუწყება, რომ გუნდის დიდვარსკვლავ ნეიმარს, კუნთების დაძაბულობა დაუდგინდა და ოთხშაბათს, 1 თებერვალს, ფრანგული ლიგა 1-ის მატჩში „მონპელიეს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს…

საინტერესოა, რომ ნეიმარი 5 თებერვალს 31 წლის ხდება. შარშან თებერვლის დასაწყისში, ბრაზილიელი ასევე „ტრავმირებული“ გახლდათ – რატომღაც დაბადების დღის წინ ყოველთვის „რაღაც“ ემართება და შემდეგ ბრაზილიაში მიფრინავს ხოლმე დღეობის აღსანიშნავად.

ეს ისტორია უკვე რამდენიმე წელიწადია გრძელდება და ჩანს, ნეი ტრადიციას არც ამჯერად უღალატებს.

PSG willing to sell Neymar if acceptable transfer offer arrives - but  Brazilian hesitant to leave | Goal.com