Mourinho's message on social media after Napoli-Romaროგორი იყო „რომას” მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს პირველი რეაქცია ნეაპოლში, უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში „ნაპოლისთან” 1:2 დამარცხების შემდეგ? ის გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და ამის დასტურად, გასახდელში თავის ფეხბურთელებთან გუნდური ფოტო გადაიღო, რომელიც, ცხადია ინტერნეტში დადო.

„ჩვენ თავიდანვე კარგად ვითამაშეთ. რთული იყო პირველი გაშვებული გოლის შემდეგ 10-15 წუთი, რადგან ამ გოლის უსამართლობას განვიცდიდით. სხვა მხრივ, ჩინებულად ვმოქმედებდით, ვთამაშობდით „მაღალ პრესინგს”, თავს კარგად ვიცავდით. არის შეხვედრები რომელთაც აგებ, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა გემატება. ეს სიტყვები ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივია, მაგრამ ჩვენ აშკარად ის გუნდი ვართ, რომელმაც „ნაპოლის” ყველაზე მეტი სირთულეები შეუქმნა. ჩვენ დავადუმეთ შემაძრწუნებელი სტადიონი, ის თითქოს ცარიელი იყო. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ შეცვლაზე სამი ბავშვი შევიყვანეთ. სამწუხაროდ, ფეხბურთი უსამართლოა. ხანდახან დაუმსახურებლად ვიღებთ ქულებს, დღეს კი მოგებას ვიმსახურებდით”, — თქვა „განსაკუთრებულმა”.

ლუჩანო სპალეტის შესახებ

დიდი მადლობა მას დაბადების დღის საჩუქრისთვის. თამაშის შემდეგ ერთმანეთს გადავეხვიეთ და მე გავიმეორე სიტყვები, რომლები პრეს-კონფერენციაზე ვთქვი: „ნაპოლის” საჩემპიონო ვარსკვლავი დაჰყვება. მე ამ ვარსკვლავს კარგად ვიცნობ. როდესაც გჭირდება, ის გზას გინათებს. მიმდინარე სეზონში ეს ვარსკვლავი „ნაპოლის” დაჰყვება თან. მინდა სპალეტისა და მის გუნდს კომპლიმენტი ვუთხრა.

თავისი მფეხბურთელების შესახებ

ლორენცო პელეგრინიმ მატჩამდე სულ ორჯერ ითამაშა, ამიტომ მისი მხრიდან დღეს მოედანზე გასვლა ერთგვარი მსხვერპლის გაღება იყო. რასაკვირველია, ის საუკეთესო ფორმაში არ იყო, რაც გამოჩნდა კიდეც. მან თავისი შესაძლებლობების 100% ვერ აჩვენა. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ თუ „მაღალ პრესინგს” ვითამაშებდით, „ნაპოლის” პრობლემები შეექმნებოდა. ამის გამო გარკვეულ რისკებზეც კი წავედით.

ძალიან კარგად ითამაშა ნემანია მატიჩმა.

საბოლოოდ, ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც დღევანდელივით თამაში შეუძლია, თუ, რასაკვირველია, კვირაში გამართულმა ბევრმა მატჩმა ფეხბურთელები არ დაღალა.

ოსიმენის შესახებ

ვიქტორ ოსიმენის დაკეტვა მართლა ძალიან ძნელია. ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მაგრამ თუკი ოდესმე ინგლისში წავა, გადასხვაფერება მოუწევს. იქ ოსიმენს მოკლავენ. ეს აქ აძლევენ ასეთი ფეხბურთის თამაშის უფლებას, იქ კი ამის ნებას არ დართავენ.