როგორც მოსალოდენელი იყო გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ ბოლოდროინდელი წარუმატებლობიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელი ჯენარო გატუზო თანამდებობიდან გაათავისუფლა – კლუბმა განცხადება საკუთარ ვებ გვერდზე გაავრცელა.
ბოლო 10 მატჩიდან „ვალენსიამ“ მხოლოდ 2 მოიგო, გამოეთიშა ესპანეთის თასის გათამაშებას, ნახევარფინალში დამარცხდა ესპანეთის სუპერთასზე.
ესპანური ლა ლიგის გათამაშებაში „ღამურები“ 20 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.
ვალენსიელთა ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ასე იწყებოდა…