ნოვაკ ჯოკოვიჩი „დიდი მუზარადის“ 22-გზის გამარჯვებულია და რაფა ნადალთან ერთად თანარეკორდსმენია.
ნოლემ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო და ეს მეათედ გააკეთა. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს სძლია 6:3; 7:6; 7:6 მოუგო.
ანგარიშზეც ეტყობა, რომ მატჩი დაძაბული იყო და ორჯერ სეტის გამარჯვებულის გამოვლენას ტაი ბრეიკი დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩში სულ სამი ბრეიკი გაკეთდა. ჯოკოვიჩმა ერთი პირველ სეტში გაახერხა და 6:3 მოიგო.
მეორე სეტი ისე ჩამთავრდა, რომ ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებას იგებდნენ. ნოლემ და სტეფანოსმა ბრეიკები მესამე სეტის დასაწყისშივე გაცვალეს, შემდეგ კი ტაი ბრეიკამდე მივიდნენ.
ციციპასმა ბევრი იბრძოლა, მესამე სეტში მატჩ-პოინტი ორჯერ გადაარჩინა, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელთან ვერაფერს გახდა…