Giorgi Mamardashvili of Valencia CF celebrates after the first goal of his team scored by Mouctar Diakhaby during the Copa Del Rey Quarter Final...დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ვალიადოლიდს” სტუმრობს. გუნდი ცუდ პერიოდს გადის. ხუთშაბათს, სამეფო თასზე, შინ „ბილბაოსთან” 1:3 დამარცხება გულშემატკივარმა დიდ ფიასკოდ აღიქვა — „ღამურებმა” მიმდინარე სეზონში ჯილდოს მოგების შანსი დაკარგეს.

მას მერე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, საახალწლოდ, ესპანეთში თამაშები განახლდა, „ვალენსიამ” შვიდიდან მხოლოდ ორი მოიგო. ორივე შეხვედრა სამეფო თასზე იყო, მესამელიგელ „ლა ნუსიასა” (3:0) და მეორელიგელ „ხიხონთან” (4:0), მაგრამ ახლა, როდესაც გუნდი შეჯიბრებას გამოეთიშა, ამ გამარჯვებებმა თითქოსდა აზრი დააკარგა.

რაც შეეხება ლა ლიგის სამ თამაშს (კიდევ ერთი ესპანეთის სუპერთასზე იყო), ჯენარო გატუზოს ფეხბურთელებმა ერთშიც ვერ იზეიმეს წარმატება. შედეგად, „ჩეები” ცხრილში მე-13 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას სულ რაღაც სამი ქულით აღემატებიან.

ასეთმა მდგომარეობამ „ვალენსიას” ქომაგები განარისხა. ისინი კლუბის მეპატრონის, სინგაპურელი მილიარდერის პიტერ ლიმის წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა, ზოგიერთი წყაროს თანახმად გულშემატკივრები მწვრთნელის ჯენარო გატუზოს მოხსნასაც ითხოვენ. თავად იტალიელი ცდილობს „ვალენსიას” თავკაცის პოზიცია შეინარჩუნოს და გუნდი გამარჯვებათა კალაპოტში დააბრუნოს.

„ფეხბურთელებს ველაპარაკე. ვუთხარი, რომ თუ მე ისინი დავღალე, ჯობს პირდაპირ მითხრან. შემდეგ კი ვილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა. მე არ მიკითხავს, იზიარებენ თუ არა ჩემს იდეებს, რადგან ვარჯიშებზე მათ მონდომებას თვალნათლივ ვხედავ. მიმართულების შეცვლა ადვილი იქნებოდა, მაგრამ ჩემი გუნდის მწამს, ასე რომ აქ ვრჩები. რაც შეეხება მედიაში წაკითხულს, მეტი წილი სიმართლეს არ შეესაბამება”, — თქვა გატუზომ, რომლისთვისაც დღეს სამი ქულის მოპოვება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია,