ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი ყაზახი ელენა რიბაკინასა და ბელარუსი არინა საბალენკას შორის დრამატული გამოდგა. საბოლოოდ, გამარჯვება ბელარუს სპორტსმენს დარჩა – 4:6; 6:3; 6:4.

პირველი სეტი რიბაკინას დარჩა. ყაზახმა სპორტსმენმა დასაწისშივე დააბრეიკა მეტოქე და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ საბალენკამ მოახერხა და მალევე გაათანაბრა – 4:4. თუმცა, იქვე საკუთარი ჩაწოდება დათმო და რიბაკინა სეტებში დაწინაურდა.

ამის შემდეგ რიბაკინამ მეტოქის ჩაწოდება ვეღარ აიღო, საბალენკამ კი, მეორე და მესამე სეტში თითო ბრეიკი გაახერხა, რაც მატჩის მოსაგებად საკმარისი გამოდგა.

„დიდი მუზარადის“ ტურნირებზე ეს საბალენკას პირველი ფინალი და პირველი მოგება იყო.