ახალი სეზონიდან „ბათუმის“ ღირსებას 23 წლის სერბი საყრდენი ნახევარმცველი ვლადან ვიდაკოვიჩი დაიცავს. კონტრაქტი ითვალისწინებს 1 წლიან იჯარას გამოსყიდვის უფლებით, სლოვენიის მოქმედ ჩემპიონ „მარიბორიდან“.
ვიდაკოვიჩს კარიერის ძირითადი ნაწილი სერბეთის ჩემპიონატში აქვს გატარებული, სხვადასხვა დროს მას უთამაშია „ვოჟდოვაცში“, სუბოტიცას „სპარტაკში“, ობრენოვაცის „რადნიჩკიში“, კულას „ჰაიდუკში“.
2022 წელს ის სლოვენიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ „მარიბორში“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2015 წელს ერთი თამაში სერბეთის 17-წლამდელთა ნაკრებში ჩაატარა.