ინგლისურმა The Guardian-მა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგში მე-40 ადგილზე დაასახელა.
ჩვენიანი შემტევი ისეთ ფეხბურთელებზე მაღლა აღმოჩნდა, როგორებიც არიან იოზუა კიმიხი (41), დავიდ ალაბა (42), მსოფლიოს ჩემპიონები – თეო ერნანდესი (46) და როდრიგო დე პაული (48), კრიშტიანუ რონალდუ (51) და სხვა ტიტულოვანნი არიან.
აღსანიშნავია, რომ The Guardian-მა ადგილები 100-დან მე-11 ადგილებამდე გაანაწილა, ხოლო საბოლოო ვერსიას 27 იანვარს დაასახელებს.