NBA-ში მორიგი დღის მატჩები გაიმართა და ლებრონ ჯეიმსმა კიდევ ერთი უნიკალური რეკორდი დაამყარა – მეფე ლებრონს 40 და მეტი ქულა უკვე ლიგის 30-ვე გუნდთან აქვს ჩაგდებული.
ბოლო კლიპერსი იყო.
ლოსანჯელესურ დერბიში ლეიკერსმა 115:133 წააგო, ლებრონმა კი 46 ქულა ჩააგდო. მართალია, ამით გუნდს ვერ უშველა, მაგრამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
ჯეიმსს წლევანდელ სეზონშივე შეუძლია უფრო უნიკალური რეკორდი დაამხოს – ქარიმ აბდულ-ჯაბარს კარიერაში ყველაზე მეტი – 38 387 ქულა ჩაუგდია. ჰოდა, ლებრონს მის დასამხობად ახლა მხოლოდ 177 ქულა აშორებს. მეფემ თუ ასე გააგრძელა მომდენო ოთხ მატჩში NBA-ს ახალი გვირგვინოსანი მექულე ეყოლება…