პორტუგალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ფერნანდუ სანტუში უმუშევარი დიდი ხანი არ დარჩენილა, პორტუგალიელი სპეციალისტი პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, – იტყობინება გამოცემა SportoweFakty.
მისი ოფიციალური პრეზენტაცია 24 იანვარს გაიმართა. ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის ბოლომდე იქნება ძალაში. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში კი ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება 2026 წლის ბოლომდე.
68 წლის სპეციალისტი პორტუგალიის ნაკრებს 2014-22 წლებში ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით პორტუგალიამ 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2018-19 წლების სეზონში ერთა ლიგა მოიგო.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებმა მეოთხედფინალი წააგო მაროკოს ნაკრებთან და სანტუშ ამის შემდეგ თანამდებობიდან მოხსნეს.