„ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეიმი კარაგერმა „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი შეაქო.
„როცა ინგლისის პრემიერლიგის დიდ ფეხბურთელებზე ფიქრობთ, კეინი ნამდვილად მათში ერთ-ერთი გამრჩეულია. ჰარი ისტორიაში დარჩება, როგორც „ტოტენჰემის“ საუკეთესო ფეხბურთელი“, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.
29 წლის კეინმა პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩში „ფულემთან“ გაიტანა და კლუბის მთავარმეგოლეს, ჯიმი გრივზს (266) გაუთანაბრდა.
შემდეგი ბურთი კეინს „დეზების“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს გახდის. გაითვალისწინეთ, რომ ჰარი „ტოტენჰემის“ აკადემიის აღზრდილია.