Sky Sports-ის ინფორმაციით, „ევერტონის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფრენკ ლემპარდი მთავარ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლოს, რაც ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება.
ლემპარდი „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი გასული წლის ინვარში გახდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2022-2023 წლების სეზონში 20 მატჩში მხოლოდ 15 ქულა დააგროვა და ინგლისის ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზეა.