Rudi Völler - Former Bayer 04 Chief Executive Officer | Bayer 04გერმანიის ნაკრების ახალი დირექტორი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რუსი ფიოლერი გახდა – ის ოლივერ ბირჰოფის ადგილს დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ ბირჰოფმა ყატარის მონდიალზე განცდილი კრახის შემდეგ თანამდებობა დატოვა. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა არჩევანი 62 წლის ფიოლერზე შეაჩერა.

გერმანული ფეხბურთის მმართველებს მიაჩნიათ, რომ რუდი სწორედ ის პიროვნებაა, ვინც ახლა გერმანიის ნაკრებს სჭირდება – ის გაათავისუფლებს ნაკრებს ყველანაირი პოლიტიკური და სხვა გავლენებისგან, მიხედავს გერმანიის საფეხბურთო კავშირის აკადემიას და სხვა საორგანიზაციო საკითხებსაც მოაგვარებს. ფიოლერი მუშაობას ოფიცილაურად 1 თებერვლიდან შეუდგება.

რუდი ფიოლერმა გერმანიის ნაკრებში ყველანაირი როლი მოსინჯა – იყო ფეხბურთელი, მერე მწვრთნელი, რომელმაც 2002 წლის გუნდი მონდიალის ფინალში გაიყვანა, ახლა კი დირექტორი იქნება.