„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სალერნიტანასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია თამაშს გამოტოვებს, რადგან ნეაპოლელთა სამედიცინო შტაბმა მას შინ დარჩენა ურჩია.
„კვარაცხელია სალერნოში მატჩზე არ წამოვა. მას ტემპერატურა არ აქვს და ექიმები მკურნალობის კურსს უტარებენ.
„სალერნიტანასთან“ რთულ მატჩი გველის. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგისთვის ვიბრძვით, მოუთმენლად ველით თამაშის დაწყებას“ – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.
სერია A-ს მე-19 ტურში, „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას” შეხვედრა 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.