მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავი თამაშის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია „მანჩესტერ სიტის“ ყურადღების ცენტრში მოექცა – ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail აქვეყნებს.

„საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის გამორჩეული მოთამაშეა, მისი ლიდეორბით „ნაპოლი“, დიეგო მარადონას პერიოდის შემდეგ, პირველ სკუდეტოს უახლოვდება, „მანჩესტერ სიტი“ მის თამაშს ყურადღებით ადევნებს თვალს“, – წერს გამოცემა

სერია A-ს მიმდინარე სეოზნში ხვიჩამ 15 თამაშში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა და გოლი+პასის სისტემით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგაში მან 5 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

No description available.