ავსტრალიის ღია პირველობა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის გარეშე გაგრძელდება – ესპანელი რაფაელ ნადალი ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა.
36 წლის ნადალის მარცხის მიზეზი ტრავმაა, რითიც ამერიკელმა მაკენზი მაკდონალდსმა ისარგებლა და რაფა სამ სეტში – 6:4; 6:4; 7:5 დაამარცხა.
ნადალმა ტრავმა მეორე სეტში მიიღო, როდესაც ანგარიში 3:4 იყო. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ კორტს დაუბრუნდა, თამაშიც გააგრძელა, მაგრამ…
აღსანიშნავია, რომ რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე ასეთ ნაადრევ ეტაპზე 2016 წლის შემდეგ არ დამარცხებულა.