ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა. ჩვენებური ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან 4 სეტში – 4:6; 2:6; 6:4; 5:7 დამარცხდა.
არადა, ბასილაშვილმა კარგად დაიწყო – მესამე გეიმშივე ბრეიკი გაახერხა, შემდეგ 4:2 დაწინაურდა, მაგრამ ზედიზედ დათმო გეიმები და სეტიც ზედ მიაყოლა – 4:6.
მეორე სეტში 4:2 უკვე ფრიცი დაწინაურდა და ანგარიში 2:0 გახადა.
მესამე სეტი ბასილაშვილმა ისევ ბრეიკით დაიწყო. ნიკამ ამჯერად შეცდომა აღარ დაუშვა, 6:4 მოიგო და სხვაობა შეამცირა.
მეოთხე სეტში თანაბარი თამაში 10 გეიმი გაგრძელდა. დასკვნითი ნაწილი კი ფრიცმა უკეთ ჩაატარა და სეტთან ერთად მატჩიც მოიგო.
სტატისტიკა ფრიცის დიდ უპირატესობასზე მეტყველებს: 32 ეისი 9-ის წინააღმდეგ; ბასილაშვილმა 11 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ფრიტცმა – 2. ქართველს 55 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ამერიკელს – 27.