სიახლეებით იწყება ახალი წელი „საბურთალოში“. გუნდის მწვრთნელად ცოტა ხნის წინათ ომარ თეთრაძე დაინიშნა, ახალ კი კლუბმა ახალი სპორტული დირექტორიც წარადგინა – ამ პოსტზე საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან სილაგაძე იმუშავებს.

გარდა ამისა დედაქალაქურმა კლუბმა სამი ტრანსფერიც გააკეთა – „თელავიდან“ დაიმატა მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე, მარტვილის „მერანიდან“ მალელი თავდამსხმელი შეიკნე სილა, ხოლო შვედეთიდან შემტევი ზაზა ციცქიშვილი ჩამოიყვანა, რომელიც ბოლოს შვედურ „აიკ ოსკარსჰამნსში“ თამაშობდა.

No description available.