სანდრო ბაზაძე კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – 29 წლის მოფარიკავე ტუნისის გრან პრის ჩემპიონია.
ამასთან, ბაზაძე გრან პრის ტურნირების პირველი ქართველი გამარჯვებულია!
ფინალში, სანდრომ ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, იტალიელი ლუიჯი სამელე 15:8 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ოქროს მედლისკენ მიმავალი გზა იოლი ნადვილად არ ყოფილა:
ჩვენებურმა რუმინელი მატეი სიდუ (15:4) იოლად კი დაამარცხა, მაგრამ იაპონელ კენტო იოშიდასთან (15:14) მძიმე ბრძოლა გადახდა. არანაკლებ სანერვიულო იყო მერვედფინალური ჯახი გერმანელ რაულ ბონაჰთან (15:13), მეოთხედფინალში სანდრომ კიდევ ერთი გერმანელი მატიას შაბო (15:8) დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უნგრელ ანდრას სატმარს (15:12) მოუგო.