Players of SSC Napoli celebrates after wining 5-1 at the end of the Serie A match between SSC Napoli and Juventus FC at Stadio Diego Armando Maradona...ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი” მორიგ რეკორდს გაუტოლდა — ლეჩეში „მილანის” გუშინდელმა ფრემ (2:2) განაპირობა ის, რომ 18 ტურის ანუ პირველი წრის შემდეგ პირველ და მეორე ადგილებს შორის სხვაობა 9 ქულაა. რაც იტალიის ჩემპიონატში მოგებაზე სამ ქულას წერენ, ამ ეტაპზე, მეორეს პირველთან ასეთი დიდი ჩამორჩენა მხოლოდ ერთხელ ჰქონია.

როდის იყო 9-ქულიანი ჩამორჩენის პირველი შემთხვევა? სულ ახლახან, 2018-19 წლების სეზონში, როდესაც კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით თავად ნეაპოლელები ჩამორჩნენ მასიმილიანო ალეგრისა და კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსს”.

იმ წელიწადს ალეგრიმ ანტონიო კონტეს რეკორდი გააუმჯობესა. კონტე 2011-14 წლებში „იუვეს” ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით „ბებერმა ქალბატონმა” 18 ტურის შემდეგ 2012-13 წლების სეზონში „ნაპოლის” გაასწრო 8 ქულით, ერთი წლის შემდეგ კი „რომას”.

მანამდე რეკორდი 7 ქულას უდრიდა. ის 2006-07 წლების სეზონში რობერტო მანჩინის „ინტერმა” დაამყარა, 2016-17 წლებში კი ალეგრის „იუვემ” გაიმეორა. ორივე შემთხვევაში მეორე ადგილზე… სპალეტის „რომა” იყო.

და რა ჰქონდა ჩამოთვლილ სეზონებს საერთო? ის, რომ ყოველ ჯერზე ზამთრის რეკორდსმენი ჩემპიონი საბოლოოდ სკუდეტოს დაეუფლა.