ჯაბა ჯიღაური კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგაში, აქტაუს „კასპიიში“ გააგრძელებს – ინფორმაცია ყაზახურმა კლუბმა დაადასტურა.

30 წლის ფეხბურთელი, 2020 წლიდან „ბათუმის“ ფეხბურთელი იყო და ამ გუნდის მაისურით 111 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ბათუმელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონი და სუპართასის გამარჯვებულია.

„კასპიიში“ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ბათუმელი გიორგი ფანცულაია ჩაირიცხა. გუნდის მწვრთნელად კი სეზონის ბოლოს კახა ცხადაძე დაინიშნა, რომლის თანაშემწეც გიორგი ჩიხრაძე გახლავთ. „კასპიიმ“ ყაზახეთის პრემიერლიგის გასული სეზონი 31 ქულით მეცხრე ადგილზე დაასრულა.

No description available.