„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ლუის ენრიკემ, შესაძლოა, ბრაზილიის ერონვული გუნდი ჩაიბაროს.
ესპანელი სპეციალისტი იმ სიის სათავეშია, რომლის მიხედვითაც „სელესაოს“ მომავალი თავკაცი უნდა აირჩიონ. სიაში არიან: ჟოზე მოურინიუ (რომა), ფერნანდო დინიზი (ფლუმინენსე) და კარლო ანჩელოტი (რეალი).
ამბობენ, რომ ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტი ენდალდო როდრიგეში ლუის ენრიკეს მწვრთნელად დანიშვნას დაჟინებით მოითხოვს.
ენრიკეს ბოლო სამუშაო ადგილი ესპანეთის ნაკრები გახლდათ, რომელიც ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატლობის შემდეგ დატოვა.