No description available.„ბათუმი“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის გაძლიერრებას განაგრძობს. მომავალ სეზონში გუნდში ითამაშებენ ახალწვეულები – გიორგი კვერნაძე, ლუკა ზარანდია, თორნიკე კაპანაძე. მუხრან ბაგრატიონი, ალექსანდრ იაკობსენი, სტეფან ჰაიდინი, ანტონ ჩიჩკანი.

თუმც, აჭარული კლუბი ამ ტრანსფერებზე გაჩერებას არ აპირებს – გუნდმა კონტრაქტი გააფორმა  26 წლის სერბი ცენტრალურ მცველ ნემანია ლუბისავლიევიჩთან. ის ბათუმში ერთ სეზონს გაატარებს რამდენიმე წელიწადს დარჩენის პერსპექტივით.

ლუბისავლიევიჩი 2020 წლიდან ლიეტუვაში, „ჟალგირისის“ შემადგენლობაში (72 თამაში, 2 გოლი) თამაშობდა, სადაც სამჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ხოლო თითოჯერ ქვეყნის თასისა და სუპერთსის გამარჯვებული გახდა. მანამდე ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი (2017-20 წლები) ხორვატულ „გორიცაში“ (33 თამაში 2 გოლი) აქვს გატარებული.