ოფიციალურად დადასტურდა – გიორგი მაკარიძემ ესპანური „პონფერადინა“ დატოვა და  კარიერას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ „მარიტიმუში“ გააგრძელებს.

პორტუგალიის ჩემპიონატი მაკარიძისთვის უცხო არ არის – „მარიტიმუმდე“ ქართველ მეკარეს ოთხ პორტუგალირ გუნდში უთამაშია (სეტუბალი, რიუ ავე, მორეირენშე და ფეირენშე). მანამდე იყო კვიპროსული „დოქსა“ (სადაც არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია) და ფრანგული „ლე მანი“.

„მარიტუმუში“ მაკარიძის ტრანსფერი მწვრთნელის ფაქტორმაც გაამარტივა – გუნდს ჟოზე გომეში წვრთნის – 52 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელიც მისი მწვრთნელი ჯერ „ალმერიაში“, შემდეგ კი „პონფერადინაში“ იყო.

„მარიტიმუ“ მადეირული კლუბია. პორტუგალიის 18-გუნდიან სუპერლიგაში ამჟამად მე-17 ადგილზეა და გავარდნის რეალური კანდიდატია. ასე რომ, მაკარიძეს არცთუ იოლი მისია აკისრია – გუნდს ელიტაში ადგილის შენარჩუნებაში უნდა დაეხმაროს.

გიორგი მაკარიძე ჩემპიონთა ლიგაში? "ბენფიკას" ქართველი მეკარე სურს