გოგა ბითაძის „ინდიანა“ ნიუ იორკში „ნიკსს“ ესტუმრა და 113:119 დამარცხდა. ინდიანაპოლისელებს მთავარი ცენტრი, მაილს ტერნერი აკლდათ, ამიტომაც ბითაძის გამოჩენას ველოდით, მაგრამ რიკ კარლაილსმა ძირითადში ჯეიმს ჯონსონი დააყენა, რომელმაც 13 წუთში ქულა ვერ მოინაგრა. ბითაძე კი, საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 3 მოხსნა და თითოც პასი, ჩაჭრა და დაფარება მიითვალა.
ბითაძის მოედანზე ყოფნის დროს „ინდიანამ“ 10 ქულით მეტი ჩააგდო. გოგამ ერთი ორქულიანი ზუსტად ისროლა, პერიმეტრიდან კი ორჯერ შეუტია და ერთხელ ჩააგდო.
„ინდიანას“ 23 მოგება და 19 მარცხი აქვს და ამ მაჩვენებლით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.
მომდევნო მატჩი ბითაძის გუნდს 14 იანვარს ელის – შინ, „ატლანტა ჰოუკსთან“. სწორედ ატლანტელებს მოუგო მეორე ქართველის, სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ 114:105, მაგრამ ჩვენებური განაცხადშიც არ ყოფილა. მილუოკელები 27 მოგებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე ჩამოქვეითდნენ. მომდევნო მატჩი „ბაქსს“, 13 იანვარს, „მაიამი ჰითთან“ ელის.