თბილისის „დინამო“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში ისევ უქულოდ არის. დეან სტანოიევიჩის გუნდი სერბულ „რადნიჩკის“ ესტუმრა და ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა – 10:11.

არადა, პირველი ქულების შანსი იყო – პირველი მეოთხედი „დინამომ“ 3:2 მოიგო, მაგრამ მასპინძლებმა მეორე მეოთხედში ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო მესამეში სულაც წინ გავიდნენ – 9:8. დასკვნით ნაწილში ჩვენებმა გათანაბრება მოახერხეს, შემდეგ ისევ ჩამორჩნენ, ბოლო წამებზე მატჩის გადარჩენაც შეეძლოთ, მაგრამ დამამათავრებელ ფაზაში ზუსტი დარტმა არ გამოვიდა.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 24 იანვარს „ჰანოვერთან“ გამართავს, რომელსაც „დინამოს“ მსგავსად ყველა წაგება აქვს.